ფეხბურთი

16:21 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ მაჰრეზი დოპინგ-კონტროლზე შესაძლო ჩავარდნის გამო არ ათამაშა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ საკმაოდ მოულოდნელი და ხმაურიანი განცხადება გააკეთა რიად მაჰრეზის შესახებ. ალჟირელ ფეხბურთელს ინგლისის სუპერთასზე „ლივერპულის“ წინააღმდეგ არ უთამაშია და ესპანელმა ამის მიზეზი განმარტა.

„რიადმა ალჟირის ნაკრებთან მოგებული აფრიკის თასის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ 10 დღეში დაბრუნება და „ლივერპულთან“ თამაში სურდა. მე კი ვუპასუხე, რომ ეს შესანიშნავია. თუმცა, არ ვიცოდით რა პრეპარატები მიიღო ეროვნულ ნაკრებში თამაშისას და გადავწყვიტეთ არ ეთამაშა, რადგან დოპინგ-ტესტის გავლა სარისკო იქნებოდა. იმედია, „ვესტე ჰემთან“ ყველაფერი რიგზე იქნება“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „ლივერპული“ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დაამარცხა და ინგლისის სუპერთასი მოიგო. მაჰრეზი კი აფრიკის ჩემპიონი ალჟირის ნაკრების რიგებში გახდა.

0.13186