ფეხბურთი

20:12 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მინოლე "ბრიუგეში" გადავიდა

"ლივერპულის" 31 წლის ბელგიელი მეკარე სიმონ მინოლე კარიერას "ბრიუგეში" განაგრძობს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბრიუგემ" მეკარე 6 მილიონ ევროდ იყიდა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მინოლე 2013 წელს "სანდერლენდიდან" "ლივერპულში" გადავიდა, სადაც ექვსი სეზონი გაატარა. ჯამში ბელგიელმა "მერსისაიდელების" მაისურით 204 შეხვედრა გამართა. განვლილ სეზონში კი სულ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.116367