ფეხბურთი

14:15 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩვენთან შავკანიანი ფეხბურთელები არ თამაშობენ" - "ზენიტი" რასისტული ბანერების გამო მალკომის გაყიდვას ფიქრობს

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტმა“ სამი დღის წინ ბრაზილიელი შემტევი მალკომი დაიმატა, მაგრამ უკვე მის გაყიდვაზე ფიქრობს. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

ამის მიზეზი კი რუსული გუნდის გულშემატკივრების რასისტული მიდგომა გახდეს. „კრასნოდართან“ შეხვედრაში მალკომის დებიუტი შედგა, ხოლო „ზენიტის“ ქომაგებმა ტრიბუნებზე ბანერები გადმოფინეს:

„მადლობა ხელმძღვანელობას ტრადიციების ერთგულებისთვის. ჩვენთან არ თამაშობენ შავკანიანი ფეხბურთელები. ეს მხოლოდ ტრადიციაა, ჩვენ არ ვართ რასისტები“.

„ზენიტი“ აქამდე პრაქტიკულად არ იყენებდა შავკანიან ფეხბურთელებს და გულშემატკივრებიც ამ ტრადიციის დარღვევას აპროტესტებენ. რუსული გუნდი ბრაზილიელის გასხვისებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს. შეგახსენებთ, რომ მალკომი სანქტ-პეტერბურგელებმა კატალონიის „ბარსელონადან“ 45 მილიონ ევროდ შეიძინეს და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

0.123016