ფეხბურთი

12:54 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ სეზონის წინ დაპირებები დაარიგა

ლიონელ მესის შვებულება დაუსრულდა და ბარსელონაში დაბრუნდა. არგენტინელმა ტრადიციას არ უღალატა და შარშანდელის მსგავსად „კამპ ნოუზე“ გულშემატკივრებს დაპირება მისცა.

ერთი წლის წინ ლეომ თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, ახლა კი უფრო თავშეკავებული იყო და აღნიშნა, რომ „ბარსელონა“ ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს.

„რთულია რამის თქმა მას შემდეგ, რაც გასულ წელს მოხდა. არაფერს ვნანოვ და ვიმეორებ იმ დაპირებას, რაც 12 თვის წინ მოგეცით: ამ ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბისადმი მაქსიმალური ნდობა მაქვს, ჩვენ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.

სეზონის დასასრული მწარე იყო, მაგრამ ლა ლიგის მოგება მაინც მოვახერხეთ, ბოლო 11 წელში მერვედ. შედეგი, რომელიც ნებისმიერი გუნდისთვის დიდებული იქნებოდა და ჩვენთვისაც ასეა. მხოლოდ მომდევნო წლებში გამოჩნდება რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რაც ფეხბურთელთა ამ თაობამ გააკეთა“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა და გამპერის თასის ეგიდით გამართულ მატჩში 2:1 დაამარცხა.

სტატისტიკა
0.394504