თამაშგარე

12:02 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლორენ სისელმანი - კანადელი ფეხბურთელ-ლამაზმანი

კანადის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მცველი ლორენ სესელმანი უკვე 35 წლისაა მოყრილი და ალბათ სულ მალე დაასრულებს საფეხბურთო კარიერას. თუმცა სანამ ბუცების კედელზე ჩამოკიდება მოუწევს, შეიძლება ითქვას, რომ ქალ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია და ამას პირველყოვლისა თავისი გარეგნობით მიაღწია.

ლორენ სესელმანი რომ ეფექტური გარეგნობით გამოირჩევა, ამას წარმოდგენილ ფოტოებზეც ხედავთ და სწორედ ეს ეფექტურობა გახდა იმის მიზეზი, რომ სპორტული მიღწევებით დიდი ვერაფერიშვილი ქალბატონი ლორენი ხშირადაა გამოჭიმული ამერიკის ბულვარული ჟურნალების ყდებზე.

რაკი ამერიკა ვახსენეთ აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ სესელმანი წლებია კალიფორნიაში ცხოვრობს და იქაურ ქალთა საფეხბურთო კლუბში - “სანტა კლარა ბლუ ჰითი“-ში ირჯება. კანადელი მცველი ამბობს, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც აშშ-ში გააგრძელებს უდრტვინველ ცხოვრებას.

0.1139