სხვა

17:17 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა წყალბურთელებმა ბელგრადის ტურნირზე მონტენეგრო დაამარცხეს

საქართველოს 14-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში თავი არ შეურცხვენია.

ქართველმა ჭაბუკებმა შეჯიბრზე მონტენეგროს დამარცხება მოახერხეს, მალტას დაუზავდნენ, მასპინძელ სერბეთსა და ხორვატიას კი 10-10 გოლი გაუტანეს და მათთან ჭიდილში დიდი გამოცდილება მიიღეს.
დარკო ჩუკიჩის სახელობის ტურნირის ჩემპიონი ხორვატია გახდა, რომელმაც ოთხივე შეხვედრა მოიგო, მეორეზე სერბეთი გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილები, 4-4 ქულით, საქართველომა და მალტამ გაინაწილეს, ბოლოზე კი მონტენეგრო გავიდა.

პირველი ტური
სერბეთი – საქართველო 19:10
ხორვატია – მალტა 13:12

მეორე ტური
სერბეთი – მონტენეგრო 7:2
საქართველო – მალტა 12:12

მესამე ტური
ხორვატია – საქართველო 16:10
მალტა – მონტენეგრო 10:7

მეოთხე ტური
სერბეთი – მალტა 12:6
ხორვატია – მონტენეგრო 12:3

მეხუთე ტური
საქართველო – მონტენეგრო 13:9
სერბეთი – ხორვატია 3:11

0.133697