ჭადრაკი

15:10 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდა

არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ დაბიში სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირმა. 26th Abu Dhabi International Chess Festival – Masters-ს 150-მდე მონაწილე ჰყავს, მათ შორის ქართველები – ბაადურ ჯობავა (2584) და ლუკა პაიჭაძე (2570).

სასიხარულოა, რომ ჯობავამ გასული 3 ტური დანაკარგის გარეშე განვლო. ბაადურმა შავი ფიგურებით ინდოელი მარი ენ გომესი (2286) და ჩინელი იი ქსუ (2531) დაამარცხა, თეთრებით კი – ყაზახი ჟანდოს აგმანოვი (2402).
მე-4 ტურში ჯობავა თეთრებით ასევე ქულათა მაქსიმუმის მქონე სერბ ალეკსანდარ ინდიჩს (2617) ეთამაშება. 3.0 ქულა აქვთ აქტივში ირანელ პარჰამ მაგსოოდლოს (2656), ბელარუს ალეკსეი ალეკსანდროვს (2571), უზბეკ ნოდირბეკ აბდუსატოროვსა (2594) და სომეხ მანუელ პეტროსიანსაც (2592).
თავის მხრივ, პაიჭაძემ სამივე პარტია ინდოელ მოჭადრაკეებთან ჩაატარა. ლუკამ ნიხილ დიქსიტი (2358) და ვაიშალი (2411) დაამარცხა, ვარშნეი აარიანს (2272) კი დაუზავდა და 2.5 ქულით მეშვიდე-ოცდამესამე ადგილებს ინაწილებს. მე-4 ტურში პაიჭაძე თეთრებით კიდევ ერთ ინდოელ ჩიტამბარამ არავინდს (2607) ეთამაშება.
აბუ დაბის საჭადრაკო ფესტივალი 9 ტურად მიმდინარეობს და 10 აგვისტოს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი ასე განაწილდება: I ადგილი – 13 000 დოლარი, II – 7 500, III – 5 500, IV – 3 500, V – 2 000, VI – 1 500, VII – 1 000, VIII – 800, IX – 700, X – 600.

0.133929