ფეხბურთი

14:43 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ევერტონმა" მოიზე კინი დაიმატა

იტალიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი თავდამსხმელი, 19 წლის მოიზე კინი კარიერას "ევერტონში" გააგრძელებს. როგორც ლივერპულელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი მიიღეს იტალიელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ.

კინი "იუვენტუსმა" 2011 წელს "ტორინოს" აკადემიიდან დაიმატა. თავდამსხმელი 2017 წელს პირველ გუნდში დააწინაურეს და "ვერონაში" გაანათხოვრეს. გასულ სეზონში "ბიანკონერის" მაისურით მოიზემ იტალიის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. 2018/19 წლების სეზონში იტალიელის სატრანსფერო ღირებულება 12-დან 40 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.117897