ფეხბურთი

19:32 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა "სიონის" გამარჯვებით განახლდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ევროტურნირების სავალიფიკაციო მატჩების შემდეგ განახლდა და 22-ე ტურის პირველ შეხვედრაში "სიონმა" "ვიტ ჯორჯია" 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ბოლნისელთა მხრიდან დიმიტრი ტატანაშვილმა 57-ე წუთზე გაიტანა.

ამრიგად, ქვემოქართლელებმა წარუმატებელი სერია შეწყვიტეს და ორი თვის შემდეგ პირველად მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩი "სიონმა" ასევე "ვეტერინარებთან" მოიგეს. ბოლნისელებს 25 მოუგროვდათ და მერვე ადგილზე არიან, ხოლო "ვიტ ჯორჯია" ბოლო პოზიციაზე 15 ქულით იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108091