ფეხბურთი

17:45 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამომ" უკრაინელი მეკარე დაიმატა

ბათუმის „დინამომ“ უკრაინელი მეკარე მაქსიმ კუჩინსკი დაიმატა. მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

31 წლის უკრაინელი ბოლოს ლვოვის „კარპატში“ თამაშობდა და გასულ სეზონში უკრაინის ჩემპიონატში 22 თამაშიც ჩაატარა.

აქვე გეტყვით, რომ კუჩინსკის გარდა, დღეს აჭარულმა გუნდმა ჯაბა ჯიღაურიც წარადგინა, რომელიც „დინამოს“ რიგებში 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

0.115821