ფეხბურთი

16:24 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" მორიგი სამიზნე - ბრუნო ფერნანდეში

მადრიდის „რეალი“ სატრანსფერო ბაზარზე გაჩერებას არ აპირებს. დონი ვან დე ბეეკთან შეთანხმების შემდეგ „სამეფო კლუბი“ „სპორტინგის“ კაპიტნის, ბრუნო ფერნანდეშის გაფორმებაზე გადაერთო.

Record-ის ცნობით, ზინედინ ზიდანი პორტუგალიელში პოლ პოგბას ალტერნატივას ხედავს, რომლის ყიდვა მადრიდელებმა ამ დრომდე მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს.

24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „სპორტინგი“ 70 მილიონ ევროს ითხოვს და ესპანური მხარეც მზადაა ეს თანხა გაიღოს.

ბრუნო ფერნანდეში ლისაბონელებს 2017 წელს შეუერთდა, ხოლო მანამდე იტალიაში, „ნოვარას“, „უდინეზესა“ და „სამპდორიას“ ღირსებას იცავდა.

სტატისტიკა
0.288334