ფეხბურთი

13:40 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერევანში ანშლაგს ელოდებიან: ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ერევნის „არარატ-არმენიასა“ და თბილისის „საბურთალოს“ შორის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

სომხური გუნდის ვებგვერდის ცნობით, 12:00-დან 20:00 საათამდე ბილეთების ყიდვა ვაზგენ სარგსიანის რესპუბლიკური სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. რეალიზაციისთვის გატანილია 14.392 ბილეთი და ერევანში ანშლაგს ელოდებიან. ცნობისთვის, ბილეთის ფასი ქართულ ვალუტაში ერთიდან ექვს ლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, "საბურთალოსა" და "არარატ-არმენიას" მატჩი 6 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

0.137028