ფეხბურთი

13:07 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კავანი პსჟ-ს დატოვებას არ აპირებს

ედინსონ კავანი „პარი სენ ჟერმენის“ დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ურუგვაელმა თავდამსხმელმა Le Parisien-ს განუცხადა. „მატადორის“ თქმით, კონტრაქტის ბოლომდე საფრანგეთში დარჩება.

„შარშან გულშემატკივრებს და ჩემს თავს დავპირდი, რომ პსჟ-ში კონტრაქტის ბოლომდე ვითამაშებ. ეს ცხადია. მას მერე კი, რაც პარიზში ჩემი მოღვაწეობა დასრულდება, შესაძლია ურუგვაიში დავბრუნდე. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემზე არ იქნება დამოკიდებული“, - აღნიშნა კავანიმ.

აქვე გეტყვით, რომ კავანი პსჟ-ში 2013 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება. სამხრეთ ამერიკელის გადაბირების სურვილის მილანის „ინტერი“ გამოთქვამს, მაგრამ როგორც კავანი ამბობს, პარიზის დატოვება მის გეგმებში არ შედის.

0.112802