უკრაინის საფეხბურთი პრემიერლიგაში მოასპარეზე მარიუპოლის “ილიჩევეცის” მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა “სპორტ-ექსპრეს ვ უკრაინესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდის ქართველი ლეგიონერი დავით თარგამაძე ისე უნდა მოიქცეს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს.
აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, თარგამაძე 7 სექტემბერს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში ირლანდიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ უკრაინაში არ ჩადიოდა. “მსოფლიო სპორტთან” საუბარში მან განაცხადა, რომ სიცოცხლით გარისკვა არ სურდა და კლუბში არგამოცხადების მიზეზი ეს იყო.
პავლოვის თქმით, კიევში ჩასულმა თარგამაძემ დაურეკა და უთხრა, რომ უკრაინაში მშობლებმა არ გაუშვეს. მისი განცხადებით, ფეხბურთელს ურჩია, რომ საკუთარი პრობლემები თავად მოაგვაროს. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ თარგამაძის ბედი დონეცკის “შახტარის” ხელშია, რომელსაც ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის. მან ისიც დასძინა, რომ თარგამაძის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი არ იცის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პოკერი
ეს მართლა ლევანგოლსკია
ფრანსფუტბოლი მაგრად ქარავს ოქროს ბურთს რომ არ გაცემს წელს.იმდენად გამოკვეთილი ფავორიტია უნდა შეცვალონ ეგ გადაწყვეტილება და უნდა მიცენ ამ კაცს წლევანდელი ოქროს ბურთი.ტიპი მართლა ცოდოა რომ არ მიცენ
სხვა გუნდის ფეხბურთელებთან მიმართებაში კია გამოკვეთილი ფავორიტი, მარა თავისივე თანაგუნდელები უწევენ სერიოზულ კონკურენციას, მე თუ მკითხავ )
მთელ გუნდს ხო არ მიცემენ))))მასე იყო რონალდოც რეალში,უქმნიდა გუნდი,ყველა მაგრად თამაშობდა და კრისტინას გაქონდა)))
ნუ ტოტენჰემს არსენალს და ჩელსის ეგ პრობლემება აღარ აწუხებთ ბაიერნთან იციან რაც უნდა გააკეთონ ჩვეულ პოზაში))))))))))))))))))))
დოღ ლიგაში ვარჯიშობენ აბა ვინ უფრო დიდი ანგარიშით წააგებს კომპლექსებს იხსნიან სანამ ამათ შეხვდებიან)))))))))))))))))))
არა რა შევჩენკო ჯობია ამას ნუ იტყვით)))))))))))))))))))))))))))
ნ-1 ფორვარდი
მკვლელი 9