ფეხბურთი

12:02 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაინგოლანი: "დავამტკიცებ, რომ შეცდით!"

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი „კალიარიში“ ბრუნდება. ყველაფერი გადაწყვეტილია და ბელგიელი სარდინიულ გუნდში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს.

ნაინგოლანი „ინტერმა“ ერთი წლის წინ „რომადან“ შეიძინა, მაგრამ ანტონიო კონტეს გეგმებში არ ჯდებოდა და მილანელებმა ტრანსფერზე დააყენეს. რაჯამ კი „კალიარი“ აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა წინადადებებიც მრავლად ჰქონდა. 31 წლის ფეხბურთელის განცხადებით, „ინტერი“ მიხვდება, რომ შეცდა.

„მიხარია, რომ სახლში ვბრუნდები. შესაძლოა იძულებითი არჩევანი იყო, მაგრამ ასე აჯობებს. „კალიარიში“ საუკეთესო ფორმაში შევალ. ახლა სხვა პრიორიტეტები მაქვს და ამიტომ არჩევანის გაკეთება ადვილი იყო. დავამტკიცებ, რომ „ინტერმა“ ჩემი გაყიდვით შეცდომა დაუშვა“, - თქვა ნაინგოლანმა.

აქვე გეტყვით, რომ რაჯასთვის „კალიარი“ ნაცნობი ადგილია, რადგან 2010-2014 წლებში სწორედ კუნძულელთა რიგებში თამაშით გაითქვა სახელი. სხვადასხვა პერიოდში „პიაჩენცასა“ და „რომას“ რიგებშიც უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109452