ქართველი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ ელჩინ იბრაგიმოვს დაეჭიდება.
დათო ჩხარტიშვილი (63 კგ.) და შმაგი ბოლქვაძე (72 კგ.) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
დღესვე, წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს დარჩენილი - 60, 67, 77, 87 და 130 კგ-მდე კატეგორიის ფალავნები გამართავენ, საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან კი ხალიჩაზე ლევან ქავჟარაძე (67 კგ.) და ლაშა გობაძე (87 კგ.) გავლენ.
დილის სესია 11:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები - 18:30 საათზე, ფინალები კი 19:00 საათიდან.
Live! https://www.youtube.com/chann…/UCPGkn3pNy9NXjfAj3TpJ-fg/feed
შედეგები https://sportzona.pl/app/events/view/wrestling/1497