ჭიდაობა

23:59 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფინალი რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე

დღეს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში სტარტი აიღო "იონ კორნიანუს და ლადისლაუ სიმონის" სახელობის საერთაშორისო ტურნირმა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები გელა ბოლქვაძე და დემურ ქავთარაძე ერთმანეთს 77 კგ-მდე კატეგორიის ფინალში შეხვდებიან. ამავე წონაში თორნიკე ძამაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, ხოლო ბაკურ გოგოლი დამამშვიდებელი წრეზე გადაერთო.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურისვე ცნობით, 72 კგ-მდე კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს რამაზ ზოიძე, ხოლო საჩინო დავითაია და იური ლომაძე დამამშვიდებელ რაუნდში განაგრძობენ ასპარეზობას.

3 აგვისტოს რუმინეთის ტურნირზე დარჩენილი - 82, 87, 97 და 130 კგ-მდე კატეგორიის ფალავნები წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ, საქართველოს სახელით კი რობერტ კობლიაშვილი, შალვა ხაჩიძე, გურამ ხეცურიანი (ყველა - 87 კგ.), გიორგი მელია, რევაზ ნადარეიშვილი, კუკური კირცხალია და ვალერიან მურვანიძე (ყველა - 97 კგ.) იჭიდავებენ.

დასაწყისი 11:00 საათზე

https://www.youtube.com/channel/UCfq9hZ90ROoiv5iop-XnqRw

0.117321