„ბარსელონას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მალკომი „ზენიტის“ ფეხბურთელი ოფიციაურად გახდა. აღნიშნულ ფაქტს „მშვიდად“ არ ჩაუვლია.
ტრანსფერს იტალიური "რომა" ირონიულად გამოეხმაურა და ტვიტერის გვერდზე დაწერა:
„ვამაყობთ, რომ ჩვენთან თამაშობდი. ახლა შენი სიდიადე რუსეთში დაამტკიცე. წარმატებები, „ზენიტი“, - წერს „ჯალოროსის“ სოციალური გვერდი.
ბუნებრივია, რუსულმა გუნდმა იტალიელები უპასუხად არ დატოვა -„ზენიტმა“ სპეციალურ ვიდეო მიუძღვნა 22 წლის ბრაზილიელს, რომელშიც იმ გუნდთა ჩამონათვალი ჩანს, სადაც აქამდე ჰქონდა ნათამაშები. მათ შორის არის „რომაც“, მიუხედავად იმისა, რომ მალკომს იტალიური გუნდის მაისურით არასდროს უთამაშია. ვიდეოში ჩანს წარწერა: „22-23 ივლისი, 2018 წელი, „რომა“.
მოგეხსენებათ, შარშან „ბორდოდან“ „რომაში“ მალკომის გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ აეროპორტში, როდესაც რომში უნდა გაფრენილიყო არჩევანი შეცვალა და „ბარსელონასთან“ გააფორმა კონტრაქტი.