ჭადრაკი

22:27 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 23 ქართველი მოჭადრაკე იბრძოლებს

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა პირველობამ ჭადრაკში. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად, 6 ასაკობრივ კატეგორიაში (08, 10, 12, 14, 16, 18) 12 ტურნირად იმართება, როგორც გოგონათა, ასევე ჭაბუკთა შორის.

ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის, თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში, სულ 48 ქვეყნის 1300-ზე მეტი მოზარდი შეეჯიბრება ერთმანეთს, საქართველოს ღირსებას კი ჩემპიონატზე 23 მოზარდი დაიცავს.

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

სხვადასხვა წლებში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ქართველი გამარჯვებულები

10 წლამდე

ნანა ძაგნიძე (1997)

ნაზი პაიკიძე (2003)

მერი არაბიძე (2004)

12 წლამდე

ვალერიან გაფრინდაშვილი (1993, 1994)

ანა მათნაძე (1994, 1995)

ნანა ძაგნიძე (1999)

ნაზი პაიკიძე (2005)

მერი არაბიძე (2006)

14 წლამდე

გიორგი მარგველაშვილი (2004)

დავით ბენიძე (2005)

ანა მათნაძე (1997)

ლელა ჯავახიშვილი (1998)

ნაზი პაიკიძე (2007)

მერი არაბიძე (2008)

16 წლამდე

ანა მათნაძე (1998)

ნაზი პაიკიძე (2008)

მარიამ დანელია (2010)

18 წლამდე

მიხეილ მჭედლიშვილი (1997)

ზვიად იზორია (2001)

ინგა ჭარხალაშვილი (2001)

სალომე მელია (2004, 2005)

ქეთი წაწალაშვილი (2010)

ნინო ხომერიკი (2015, 2016)

0.117282