ფეხბურთი

21:10 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტმა" ჰინტერეგერი გაიფორმა

ავსტრიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "აუგსბურგის" ყოფილი მცველი მარტინ ჰინტერეგერი კარიერას "აინტრახტში" გააგრძელებს. როგორც ფრანკფურტელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასული სეზონის ნახევარი მარტინმა "აინტრახტში" იჯარის წესით გაატარა და კლუბმა მისი სრულფასოვანი ტრანსფერი განახორციელა. "აუგსბურგი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს. ფრანკფურტელთა რიგებში ავსტრიელმა მცველმა 21 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა.

0.110893