28 წლის გამთამაშებელი ლენს სტივენსონი კარიერას ჩინურ კლუბ "ლაიონინში" გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეები ერთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რაშიც გამთამაშებელი 4 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
განვლილ სეზონში სტივენსონი "ლეიკერსის" ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 7.2 ქულას, 3.2 მოხსნას და 2.4 პასს აგროვებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლეიკერსში ისე დიდად აღარ მინდოდა
მოთამაშე კარგია ასაკი კარგია და ჩინეთში მიდის 4მილიონად?4მილიონზე ბევრად მეტს გადაუხდიდნენ ნბაში
წელს რამდენიმე ისეთმა კალათბურთელმა დატოვა ნბა მაგრად რო გამიკვირდა. განსაკუთრებით მიროტიჩი და ლენსი იწვევს გაკვირვებას
რავი მაგარი სტრანი ამბავია რა ჯერ ერთი რა ხელფასი ეგაა რასაც ჩინეთში აიღებს და მეორეც როგორ დავიჯერო რო ნბა ში გუნდი არ გამოჩნდა ლენსი ბენჩზე მაინც რო არ გამოადგეს რა. თუნდაც გოლდენს დახათავდა ბენჩზე ნეტა რომელი უზის უკეთესიი რა .ეს ცანცარა არასერიოზული კაცი ნაღდად არ მემეტება ჩინეთისთვის
გეთანხმები ბენჩზე ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა და ზოგში სასტარტოშიც იქნებოდა შედარებით სუსტებში რა თქმა უნდა ოღონდ.ან ევროპაში მაინც წამოსულიყო ამ ხელფასს ევროპაშიც მიცემდნენ და ცოტა მაღალ დონეზე მაინც ითამაშებდა ისევ.ჩინეთი კი იმდენად დაბალი დონეა სერიოზულად არც უნდა აღიქვას ამ დონის კალათბურთელმა.თუ არ დაიკიდებს და ცოტას მოინდომებს ჯორდანივით იქნება ჩინეთის ლიგაში
ეგრეა ზუსტად .ისე ვნახე და 2 ამერიკელი ყავთ კიდე მაგ გუნდში ნბა ში ნათამაშები