ჩოგბურთი

14:45 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერთეულებში დამარცხდა, წყვილებში ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე თელავში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში ესტონელ კრისტიან ტამს გაეჯიბრა და 4:6, 3:6 დამარცხდა.

სამაგიეროდ, ცივაძემა და რუსმა იან ბონდარევსკიმ იყოჩაღეს წყვილთა თანრიგში, სადაც უზბეკურ დუეტს (ჯურაბეკ კარიმოვი-საიდალო საიდკარიმოვი) 7:5, 6:3 სძლიეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
გადამწყვეტ მატჩში ქართველი და რუსი ჩოგბურთელები პირველი განთესვის მქონე ბულგარულ-ამერიკულ წყვილს (ალექსანდერ დონსკი-მაკსიმ ტიხომიროვი) გაეჯიბრებიან.

0.116223