ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე გერმანიის ქალაქ კარლსრუეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ გორგოძემ LIQUI MOLY OPEN KARLSRUHE-ზე გზიდან სლოვენიელი ტამარა ზიდანსეკი და ჰოლანდიელი ბიბიან შუფსი ჩამოიცილა, დღეს კი, რუმინელ პატრისია მარია ტიგს გაეჯიბრა და 5:7, 0:6 დამარცხდა.
ამგვარად, ეკომ კარლსრუეში 29 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში წინსვლა ელის, ამჟამად კი, მსოფლიოს 194-ე ჩოგანი გახლავთ.