სხვა

13:30 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

FIBA ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მასპინძელთა რევოლუციურ წამოწყებას მიესალმება

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის რევოლუციურ წამოწყებას მხარს უჭერს, რაც ითვალისწინებს ტოკიოს ყურის სიახლოვეს ახლად შექმნილ Tokyo Waterfront City-ის რაიონში სპორტსმენებისთვის და გულშემატკივრებისთვის ერთიანი ზონის შექმნას.

ეს იქნება ადგილი, სადაც 2020 წლის თამაშებისას შეჯიბრებები ჩატარდება 3х3-ზე კალათბურთში, სკეიტბორდინგში, მეკლდეურობაში, პლაჟის და კლასიკურ ფრენბურთში, ტრიატლონში, ღია წყალში ცურვაში, სპორტულ ტანვარჯიშში, ჩოგბურთში და BMX ფრისტაილში. ამასთან, ეს ადგილი ისე მოეწყობა, რომ სპორტის მოყვარულთ არა მარტო ასპარეზობებისთვის თვალყურის მიდევნების საშუალება მიეცემათ, არამედ - ათლეტებთან ურთიერთობისაც.

მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მოსათელი ზონები ღია ცის ქვეშ, სადაც 3х3-ზე კალათბურთის მოყვარულები თავიანთი რჩეული ათლეტების მზადებას თვალს მიადევნებენ, ხოლო არენაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მათი გამხნევების საშუალება მიეცემათ.

Tokyo Waterfront City-ის ტერიტორიაზე შესვლა თავისუფალი იქნება, მაგრამ შეჯიბრებებზე დასასწრებად ბილეთია აუცილებელი.

www.geonoc.org.ge

0.122193