ფეხბურთი

3:57 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სრული ქაოსი რუმინეთში: ჩხუბი, პეტარდები და მსაჯი საავადმყოფოში (+VIDEO)

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულმა „კრაიოვამ“ ბუდაპეშტის „ჰონვედი“ მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ორივე შეხვედრა უგოლოდ მიილია და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც რუმინელთა იტალიელმა მეკარემ მირკო პალიაჩელიმ სამი პენალტი მოიგერია და მატჩის გმირი გახდა.

თუმცა, შესაძლოა „კრაიოვას“ სიხარული ნაადრევი გამოდგეს და უეფამ ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალოს. საქმე ისაა, რომ დამატებითი დროის ბოლო, 120-ე წუთზე მოედანზე სრულმა ქაოსმა დაისადგურა.

ყველაფერი კუთხურს მოჰყვა, რის შემდგომაც ფეხბურთელები ხელჩართულ ჩხუბში ჩაერთვნენ და გულშემატკივრებმაც მოედანზე პეტარდები ისროლეს. ერთ-ერთი პეტარდა კი მატჩის მთავარ მსაჯ ჩრდილოეთ ირლანდიელ არნოლ ჰანტერს მოხვდა, რომელმაც ცოტა ხნის მერე გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მატჩი კი მხოლოდ 20 წუთის შემდეგ განახლდა და მსაჯობა სათადარიგო არბიტრმა ჯეიმი რობერტ რობინსონმა ითავა პენალტების სერიაში, სადაც როგორც უკვე ვთქვით, „კრაიოვამ“ 3:1 იმარჯვა.

თუმცა, „ჰონვედი“ უეფასგან მომხდარის გამოძიებას ითხოვს და თუ სადისციპლინო კომიტეტი ფაქტებით იხელმძღვანელებს, მართლაც არაა გამორიცხული, რომ რუმინულ გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს.

0.113594