„დინამო თბილისთან“ მატჩის შემდეგ „გაბალას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზაურ ჰაშიმოვმა ისაუბრა. აზერბაიჯანელი სპეციალისტის განცხადებით, „გაბალაში“ ამ ეტაპზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს და გუნდი მზად არ იყო ასეთ დონეზე სათამაშოდ.
„არსად შემხვედრია მასალა იმის შესახებ, რომ „დინამო“ სუსტი გუნდია და ასეთი სტატიები არც პირველ მატჩამდე ყოფილა და არც ახლა. მე ყოველთვის აღვნიშნავდი და ახლაც, ცალახად გავიმეორებ, რომ „დინამო“ ძალიან ძლიერი გუნდია.
„გაბალა“ კი ამ ეტაპზე გადის რეორგანიზაციის ეტაპს და შესაბამისად, არაა ისეთ დონეზე მზად, როგორც საჭიროა. თუმცა, დღესაც შეიძლებოდა უფრო უკეთ გვეთამაშა. ვფიქრობ, ორივე მატჩში მარცხის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბიუჯეტში ცვლილებებია, გუნდშიც რეორგანიზაციაა და ამან ხარისხზე ბუნებრივია გავლენა იქონია.
როგორც ჩვენმა ექიმმა აღნიშნა, სავარაუდოდ ჟუნიჩს ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. ყბის მოტეხილობა დაუდგინდა და შესაძლოა ახლაც მიმდინარეობს ოპერაცია, უბრალოდ ახლა ინფორმაცია არ გვაქვს“, - თქვა ჰაშიმოვმა.
შეგახსენებთ, „დინამო თბილისმა“ „გაბალა“ ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპაზე როტერდამის „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდა.