ფეხბურთი

0:10 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკებაკიო "ჰერტაში" გადავიდა

ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "უოტფორდის" ყოფილი შემტევი დოდი ლუკებაკიო კარიერას "ჰერტაში" გააგრძელებს. როგორც ბერლინელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა. ფეხბურთელის სანაცვლოდ გერმანელებმა ინგლისელებს 20 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ლუკებაკიო ინგლისელებმა 2018 წლის დასაწყისში "შარლელუადან" დაიმატეს და ზაფხულში "დიუსელდორფში" ერთი წლით გაანათხოვრეს. ბუნდესლიგის გასულ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.111986