"სასუოლოს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი 21 წლის პოლ ლიროლა კარიერას "ფიორენტინაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "იების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ესპანელი მცველი მომდევნო სეზონს ფლორენციულ გუნდში იჯარის წესით გაატარებს, შემდეგ კი სრულფასოვანი ტრანსფერი განხორციელდება.
ესპანელი მარჯვენა გარემარბი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში "სასუოლოს" რიგებში 93 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. პოლი გასულ თვეში 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.





