კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ლილის" ყოფილი თავდამსხმელი ნიკოლა პეპე ოფიციალურად ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდა. აფრიკელმა მოთამაშემ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა. პეპეს სანაცვლოდ ინგლისელებმა 72 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს და ნიკოლა კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
პეპემ კარიერა ფრანგულ "პოლიტიერში" დაიწყო და შემდეგ "ანჟერის" სარეზერვო გუნდში გადავიდა. "ლილში" კოტდივუარელი 2017 წელს გადავიდა. გასულ სეზონში პეპემ 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. აფრიკელი მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება გასულ სათამაშო წლის განმვალობაში 10-დან 65 მილიონ ევრომდე გაიზარდა.