„დინამო თბილისი“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატცს დღეს აზერბაიჯანული „გაბალას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
პირველი მატჩი თბილისურ გუნდს სტუმრად 2:0 აქვს მოგებული და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დღეს კი, სასტარტო შემადგენლობები ასეთია:
„დინამო“ (4-3-3): პერალესი; იაშვილი, მონხილი, კობოური, ქიმაძე; ნინუა, კუხიანიძე, პაპავა; შენგელია, კუტალია, ქავთარაძე
მწვრთნელი: ფელის ვისენტე
„გაბალა“ (4-2-3-1): ნაზიროვი; სეიდიევი, რამალდანოვი, ჟუნიჩი, ალიევი; გიგაური, მამადოვი; ვოლკოვი, ლოპესი, ბაკე; კუაკუ
მწვრთნელი: სანან გურბანოვი
მსაჯი: პეტრი ვილიანენი (ფინეთი)