ჩოგბურთი

19:53 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა და დევიძემ დაასრულეს

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი პოლონეთის ქალაქ სოპოტში მიმდინარე ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 92 040 ევრო) მერვედფინალში გამოეთიშა.

მეტრეველმა BNP Paribas Sopot Open-ზე პოლონელი კასპერ ჟუიკი და მე-8 ნომრად განთესილი იტალიელი ალესანდრო ჯიანესი დაამარცხა, დღეს კი, მე-10 რეიტინგის მქონე სლოვაკ ფილიპ ჰორანსკის ვერ გაუმკლავდა – 3:6, 1:6.
ამერიკულ ფორტ ვორსში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშა სალომე დევიძე. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაცია დასძლია, ძირითად ბადეში კი მასპინძელ ემი ჟუსთან 2:6, 0:6 დამარცხდა.

0.11158