ჩოგბურთი

18:43 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე ორ ფრონტზე იბრძვის

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე წარმატებით ირჯება თელავის საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.

ცივაძემ მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული მიხალ მიკულა (პოლონეთი) 6:0, 7:6 (7:5) დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც ესტონელ კრისტიან ტამს გაეჯიბრება. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა საწყის რაუნდში ირაკლი მეტრეველს მოუგო.
წყვილთა ტურნირში ცივაძემა და რუსმა იან ბონდარევსკიმ (მე-2 განთესვა) უზბეკი ოლიმჯონ ნაბიევი და ყაზახი ბეიბიტ ჟუკაევი 6:2, 7:6 (7:4) დაჯაბნეს და ნახევარფინალში მე-3 განთესვის მქონე უზბეკურ დუეტს (ჯურაბეკ კარიმოვი-საიდალო საიდკარიმოვი) ეთამაშებიან.
სამწუხაროდ, შეჯიბრს გამოეთიშა საბა ფურცელაძე, რომელმაც მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ჩენგიზ აკსუსთან (თურქეთი) 6:4, 5:7, 6:7 (4:7) წააგო.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ დავლიანიძე და ბელარუსი ალიაკსანდარ ბულიცკი უკრაინულ ვლადისლავ გოროდინსკისა და ბელარუს ალიაკსანდარ ლიანონენკას ვერ გაუმკლავდნენ – 3:6, 1:6.

0.10977