ფეხბურთი

22:40 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კომანი ისევ დაშავდა

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევი კინგსლი კომანი ისევ ტრავმირებულია. ფრანგი ფეხბურთელი ლაზარეთის ხშირი სტუმარია და როგორც ჩანს უსიამოვნებები ახალ სეზონშიც ელოდება.

„ტოტენჰემთან“ შეხვედრაში ფრანგი ხუან ფოიტთან შეჯახებისას დაშავდა და მოედანი მედიკოსთა დახმარებით დატოვა.

დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ გერმანული მედია შიშობს, რომ კომანს ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული, რაც დიდი ხნით უქმობას გამოიწვევს.

ეს „ბაიერნისთვის“ სერიოზული პრობლემაა, რადგან არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის გუნდიდან წასვლის შემდეგ გარემარბის პოზიციაზე ნიკო კოვაჩს დიდი არჩევანი აღარ აქვს. გარდა ამისა, მიუნხენელები სატრანსფერო ბაზარზე დიდი აქტივობით ამ დრომდე ვერ გამოირჩევიან.

სტატისტიკა
0.257987