სხვა

15:27 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

წივწივაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალის საგზური მოიპოვა

ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი ალექსანდრე წივწივაძე წარმატებით ჩაერთოა იუნიორ და 23-წლამდე კანოისტთა მსოფლიო ჩემპიონატში, რომელსაც რუმინეთის ქალაქი პიტეშტი მასპინძლობს.

წივწივაძემ მასზე 3 წლით უფროს კონკურენტ იუნიორებთან ჭიდილში, 1000 მეტრზე შეჯიბრის ერთ-ერთ შესარჩევ გაცურვაში 4:14.738 წუთი დააფიქსირა და მე-6 შედეგი აჩვენა, რაც ნახევარფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ვთქვათ ისიც, რომ ქართველმა ახალგაზრდამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩართულ 29 სპორტსმენს შორის მე-11 ადგილი დაიკავა.
აღნიშნულ დისტანციაზე ტურნირი ხვალ გაგრძელდება. 27 სპორტსმენი სამ ნახევარფინალურ ჯგუფშია გადანაწილებული და მათ შორის წივწივაძეც გახლავთ. ალექსანდრეს მეტოქეები ტაჯიკი, რუმინელი, გერმანელი, უნგრელი, ესპანელი, ჩეხი, ტაივანელი და დანიელი სპორტსმენები იქნებიან.
2 აგვისტოსვე გახლავთ დაგეგმილი ფინალური გაცურვებიც. ნახევარფინალებში 8 საუკეთესო შედეგის მქონე A ფინალში მოხვდება, შემდეგი 8 კი B ფინალში იბრძოლებს.

0.120041