ტოკიოს პარკ შიოკაზეში, სადაც 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პლაჟის ფრენბურთელთა ასპარეზობებს უნდა უმასპინძლონ, სატესტო ტურნირი Tokyo Open ჩატარდა. ტურნირის მიზანი იყო ინფრასტრუქტურის გამოცდა, სატრანსპორტო სისტემის შემოწმება და ასევე იაპონიის კლიმატის და ქვიშის შემოწმება.
„არენის ადგილმდებარეობა შესანიშნავია. სრულიად დაგვაკმაყოფილა მოედანმა, მოხალისეთა მუშაობამ და ქვიშის ხარისხმა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პლაჟის ფრენბურთი მეტად პოპულარული იქნება," - განაცხადა ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) ტექნიკურმა დელეგატმა ედვარდ დრაკიჩმა.
ყოველივე იმისთვის გაკეთდა, რომ სპორტსმენები ივლისის ბოლოსთვის ტოკიოსთვის დამახასიათებელ ამინდს - სიცხეს და თავსხმა წვიმას გაცნობოდნენ.
სატესტო ტურნირისას შიოკაზეში დარი იყო, ხოლო მცხუნვარე მზისგან ათლეტებსა და გულშემატკივრებს სპეციალური წყლის მაფრქვევებლებით, სველი შარფებით და ორგანიზატორებისგან წინასწარ მომზადებული ყინულიანი პაკეტებით იცავდნენ.
www.geonoc.org.ge