ფეხბურთი

13:20 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ ვილა“ ინგლისის ნაკრების მეკარით გაძლიერდა

პრემიერლიგაში დაბრუნებულმა „ასტონ ვილამ,“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე „ბარნლისა“ და ინგლისის ნაკრების მეკარის, ტომ ჰიტონის დამატების შესახებ გამოაცხადა.

კონტრაქტის ხანგრძლივობა და ფინანსური მხარე არ ხმაურდება.

„ძალიან მიხარია, რომ ტომი შემოგვიერთდა. მან რამდენიმე ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა „ბარნლიში“ და მისი პრემიერლიგური გამოცდილება, ვფიქრობ, დიდად დაგვეხმარება.“ - თქვა „ასტინ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დინ სმიტმა.

ჰიტონი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია და 2004-10 წლებში კლუბის საკუთრება იყო, თუმცა ძირითად შემადგენლობაში არცერთი მატჩი უთამაშია. იჯარის წესით „სუინდონში,“ „ანტვერპენში,“ „ქუინზ პარკში,“ „როჩდეილში“ და „უიკომში“ ირჯებოდა.

შემდეგ „ეშმაკუნებს“ დაემშვიდობა და სამ წელიწადს „კარდიფში,“ შემდეგ კი „ბრისტოლ სიტის“ წევრი იყო. 2013 წელს „ბარნლიში“ გადავიდა. 2016 წლიდან ინგლისის ნაკრებში იძახებენ.

0.122646