„რომას“ მთავარი მწვრთნელი, პაულუ ფონსეკა, ჟურნალისტებს ბოსნიელი ედინ ჯეკოს „ინტერში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე ესაუბრა.
„ჯეკო ჩვენთანაა. ის „რომას“ ფეხბურთელია. კარგად მუშაობს და არაფერი შემიტყვია, რომ გვშორდება. ორი თავდამსხმელი გვყავს - ჯეკო და პატრიკ შიკი. ამიტომ, პრიორიტეტი ჩვენთვის ცენტრალური მცველის შეძენაა.
გუნდის მომზადების დონით ჯერ კმაყოფილი არ ვარ, თუმცა მუშაობას ვაგრძელებთ.“ - უთხრა ფონსეკამ Football Italia-ს
33 წლის ჯეკო „რომაში“ 2015 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში, იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა. 9 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. მისი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.