ფეხბურთი

11:48 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი ბეილის შესახებ, რომელიც „რეალი“ – „ტოტენჰემის“ მატჩისას გოლფს თამაშობდა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტებს გარეთ ბეილის შესახებ ესაუბრა, რომელიც Audi Cup-ის ნახევარფინალური მატჩის დროს, „რეალსა“ და „ტოტენჰემს“ შორის (0:1), გოლფს თამაშობდა.

30 ივლისს, 30 წლის ფეხბურთელი ქალაქ ბოადილია დელ მონტეში გაემგზავრა გოლფის სათამაშოდ. ამ დროს მისი ყოფილი კლუბი „რეალს“ ეჯიბრებოდა.

„აქ მე ჩემს მოთამაშეებთან ერთად ვარ. არ ვაპირებ განვიკითხო ან რაღაც ავუკრძალო მას. ზრდასრული ადამიანია და თავად შეუძლია აირჩიოს, როგორ მოიქცეს. ეს მისი პირადი ცხოვრებაა და ვერაფერს დავუშლი.

ვნახოთ, რა მოხდება, როცა მადრიდში დავბრუნდებით.“ - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Daily Mail-ი.

ადრე ზიდანმა თქვა, რომ ბეილი გუნდთან ერთად არ გაემგზავრა გერმანიაში Audi Cup-ის ტურნირზე. თითქოს ფორმაში არ არისო. ზიდანს უელსელის გაყიდვა სურს, ბეილი კი არ ჩქარობს კლუბის დატოვებას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ცოტა სათამაშო დრო მიეცეს.

0.107626