თამაშგარე

10:49 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცხენთმოყვარე ტალიდა ტამერი

ჩვენ კარგა ხანია მივეჩვიეთ, რომ ცნობილი მოდელები ძირითადად სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობებს ქომაგობენ და როგორც წესი ფეხბურთის, კალათბურთისა თუ გოლფის კლუბებს გულშემატკივრობენ და მათ ერთგვარ თილისმებადაც გვევლინებიან. კოლეგათაგან გვარიანად განსხვავებული ადამიანია, არაბი მოდელი თალიდა ტამერი.

საუდის არაბეთში გაზრდილ და ახლა უკვე ევროპაში მოღვაწე მოდელს სპორტის სახეობებიდან ყველაზე მეტად ცხონოსნობა იზიდავს და როგორც ჭეშმარიტ არაბს შეჰფერის, ცხენებშიც კარგად ერკვევა. რა უნდა მოხდეს, თალიდა ტამერი სპორტის საცხენოსნო სახეობებში გამართულ დიდ შეჯიბებებს რომ დააკლდეს...

პარიზში მცხოვრები საუდელი ასული ხშირად ამბობს, რომ ცხენოსნობისადმი დიდი სიყვარული ბავშვობიდან მოსდგამს, რამეთუ იგი არაბეთის ერთ ლამაზ სოფელშია გზრდილი, სადაც ცხენი ყველა ოჯახს ყავს და კარგი ცხენის ყოლა არაბებისთვის ქონების გარდა, ღირსების საკითხიცაა. არაბული ტაიჭი ხომ მთელს მსოფლიოში დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ცხენად ითვლება.

0.117413