ფეხბურთი

0:45 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დერეკ მაკინესი: "უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს"

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, რომელიც „აბერდინსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ შორის გაიმართება, შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.

დერეკ მაკინესის განცხადებით, მის გუნდმა პირველი მატჩის შემდეგ უპირატესობა აქვს, მაგრამ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია.

„ჩვენ კიდევ ერთი დადებითი შედეგის მიღწევას ვაპირებთ. საქართველოში იდეალური შედეგი არ გვიჩვენებია, მაგრამ უპირატესობა გაქვს და ნახევარი ნაბიჯი წინ გვაქვს გადადგმული. თუმცა, ვიცით, რომ ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

გვინდა შეტევასა და დაცვაში ბალანსი ვიპოვოთ. ვეცდებით შემტევი ფეხბურთი ვაჩვენოთ, მაგრამ კონტრშეტევების საფრთხეც გვექნება.

წინა თამაშში მეტოქეს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია, ჩვენი სტატისტიკა კი კარგი იყო, მაგრამ ახლა უფრო მეტი გვინდა, რადგან მასპინძელი გუნდი ვართ. ამ სეზონში მხოლოდ სამი თამაში გვაქვს ჩატარებული და იდეალურ კონდიციებში არ ვართ, მაგრამ უნდა ვცადოთ ხალხის ენერგია და სტადიონის ატმოსფერო გამოვიყენოთ. „როვანიემთან“ კარგი ატმოსფერო იყო, რამაც ენეგია მოგვცა და იმედია ახლაც მსგავსი სიტუაცია იქნება.

გრეგ ლეიგი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ეს არ არის სრულყოფილი მზადება, მაგრამ შესაძლოა ითამაშოს. გასულ კვირაში გადავწყვიტეთ ჩვენთან ერთად არ ყოფილიყო, რომ ტრავმაზე უფრო მჭიდროდ ემუშავა.

ჩვენი მეტოქე საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ პრობლემები შეგვიქმნას და მხოლოდ ერთი მომენტი სჭირდება, რომ ასპარეზობას გამოგვთიშოს. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი კარის მშრალად შენახვა, მაგრამ ასევე ვიცით, ჩვენი ძლიერი მხარე და ვეცდებით მოწინააღმდეგე წნეხის ქვეშ მოვაქციოთ“, - თქვა მაკინესმა.

შეგახსენებთ, „აბერდინისა“ და „ჩიხურას“ შეხვედრა 1 აგვისტოს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ერთი კვირის წინ გუნდები თბილისში დაზავდნენ (1:1).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119858