კალათბურთი

20:15 | 31.07.2019 | ნანახია NaN - ჯერ

საქართველოს U18 ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა. რუმინეთში მიმდინარე B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველები ერთ-ერთ კონკურენტ ირლანდიას შეხვდნენ და 77:63 დაამარცხეს. თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე გამართული 5 მატჩიდან 4 მოიგო და ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებს მხოლოდ პირველ ნახევარში გაუჭირდა. დიდი შესვენების შემდეგ ქართველები 3 ქულას იგებდნენ და მესამე პერიოდის ახალდაწყებულზე ჩამორჩნენ კიდეც, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორეს და ლიდერობა რომ მოიპოვეს, პრობლემა აღარ შექმნიათ. მესამე ათწუთეული ქართველებმა 14:11 მოიგეს და ბოლო პერიოდს 6-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.

დასკვნით მეოთხედში საქართველომ კიდევ უფრო გააძლიერა მეტოქეზე ზეწოლა და მატჩის ბოლომდე ლიდერობა 14 ქულამდე გაზარდა. გამარჯვებულებს ლაშა მიქელაძემ და რატი ანდრონიკაშვილმა ულიდერეს. ორივემ ორმაგი დუბლი მიითვალა: ანდრონიკაშვილმა 13 ქულა და 11 მოხსნა, მიქელაძემ კი 10 ქულა და 15 მოხსნა. 13 ქულა, 7 მოხნსა და 4 პასი ჰქონდა ალექსანდრე მერკვილაძეს.

რომელი გუნდი იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში, დღეს, მოგვიანებით გადაწყდება. ახლა დაიწყო იმ ჯგუფის ბოლო მატჩი, რომელთანაც ჩვენი ჯგუფის გუნდები მეოთხედფინალში წყვილდებიან. A ჯგუფში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე პოლონეთი იქნება თუ ესტონეთი, ბელგიაზეა დამოკიდებული. თუკი ბელგია რუმინეთს დაამარცხებს, საქართველო პოლონეთს შეხვდება. თუ ბელგია დამარცხდება, საქართველოს მეტოქე ესტონეთი იქნება. ბელგია-რუმინეთი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყო.

საქართველო – ირლანდია
სტატისტიკა: 77:63

www.gbf.ge


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:35 | 26.07.2021
zviadi-shxefi (6306)

ეგ ძალიანაც კარგი მეორე პოსტზე უნდა დამეწერე, უკაცრავად

18:35 | 26.07.2021
zviadi-shxefi (6306)

გეუბნებოდიტ დურანტ და ტეიტუმ რას მიეთრევით მანდთქვა და არ დამიჯერეტ, ირბინეთ ახლა უკანალ ხელ აფარებული სადმე იაბუსილე არ წამოგეწიოთ

18:33 | 26.07.2021
zviadi-shxefi (6306)

ძალიანაც კარგი! კავაის სპურსიდან წასვლის უმთავრესი მიზეზი იყო ის რომ ტრამვიანი ატამაშეს და მაგ თამაშშიც კი არ შეცვალეს როცა სათადარიგო სკამზე ჯდომს დააბიჯა.

ვესტბრუკთან რაც მოხდა ეგ გამიზნული იყო და მასეთები ხშირია მანდ

დინამო-კარგი იყო ))))))))) არც მე დავნიშნავდი მასაჟისტადაც კი

საბონის-არც მანამდე მეხატებოდა პოპოვიჩის გუნდები მაგრამ მაგ ამბის მერე ხომ საერთოდ

გამიზნული იყო რაც გრინმა გაუკეტა კლეის!

ჰეივორდის ტრამვისას ლებრონის ადგილას რომ ქართველი ყოფილიყო საქართველოში ბევრი ქართველს დააბრალებდა!

05:35 | 26.07.2021
dinamo222 (8587)

ამ ბებერ დებილ პოპოვიჩს ეტყობა მაგარი კრიშა აქვს ზემო ეშელონებში თორემ რაც მაგან სირცხვილი აჭამა ამერიკას რამოდენიმეჯერ წესით ნაკრების მასაჟისტადაც კი არ უნდა დაენიშნათ !ასეთი თამაშით საპრიზოზეც ვერ გავა ეს ე.წ. "დრიმ ტიმი"

00:34 | 26.07.2021
გუსანი (746)

მეორედ ვწერ კომენტს..? საქართველოს ახალგაზრდულმა ბულგარეთთანაც წააგო, განგაშია ასატეხი, თურქეთთანაც შემთხვევით მოვიგეთ, არაფერს გავს ნაკრები, სასწრაფოდ სტაფი ან გასაძლერებელია ან შესაცვლელი, მონახაზი გუნდს არ აქვს, კომბინაციები , სროლები ისევ დაბალ ნიშნულზეა, არ იქგრძნობა მოტივაცია და სათამაშო მონახაზი, კატასტროფაა, ადმინ რატომ გაატარეთ ინფორმაცია?...

22:29 | 25.07.2021
O.KANI (475)

განგებ გააკეთა თუ არა მაგარი ყ....ად კი გამოუვიდა, ქართველია და მაგ პონტში ვაფარებთ ხელს, აბა სხვას იგივე ქართველისთვის გაეჩალიჩებია წარმომიდგენია რას დავასხავდით

19:52 | 25.07.2021
sabonis (9584)

ძაან კარგი, იმის მერე რაც პოპოვიჩმა იკადრა ზაზასთან მიმართებაში(კავავაის ინვდენტის მერე) მაგის გუნდებს აღარასოდეს ვუგულშემატკივრებ.

20:31 | 25.07.2021
johnsilver (1156)

ზაზამ რაც გაუკეთა კავაის, შემთხვევითი არ იყო. ის იყო ტრავმაზე გამიზნული თამაში და ზაზამ მიზანს მიაღწია.
მე არ ვგულშემატკივრობ პოპოვიჩის გუნდებს იმიტომ, რომ მისი კალათბურთელები (ბრუს ბოუენი და კო.) ზუსტად მასე იქცეოდნენ მუდმივად.

21:22 | 25.07.2021
sabonis (9584)

მე დარწმუნებული ვარ განგებ არ გაუკეთებია, ეს თავად კავაიმაც თქვა.

15:51 | 26.07.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

მეც ვფიქრობ რომ მანდ განგებ არ მიუყენებია ტრავმა. აი ვესტბრუკს კი აშკარად გამიზნულად უჩალიჩებდა ))

0.068753