ფეხბურთი

23:25 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონადან" "ზენიტში" - მალკომი რუსულ გუნდს შეუთანხმდა

კატალონიის „ბარსელონას“ შემტევი ნახევარმცველი მალკომი კარიერას სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გააგრძელებს. როგორც RMC Sport-ი იტყობინება, ბრაზილიელი სამედიცინო შემოწმებას 2 აგვისტოს გაივლის და შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს.

მალკომი „ზენიტთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო „ბარსელონა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

მალკომი „ბარსელონას“ გასულ ზაფხულს „ბორდოდან“ შეუერთდა. მისი ტრანსფერი საკმაოდ სკანდალური გამოდგა, რადგან „რომასთან“ იყო შეთანხმებული და აეროპორტში გადაწყვეტილება შეცვალა, იტალიის დედაქალაქის ნაცვლად ესპანეთში გაფრინდა.

ბრაზილიელმა „ბლაუგრანას“ მაისურით გასულ სეზონში 24 თამაში ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.114121