ფეხბურთი

18:00 | 31.07.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ბოატენგი "ფიორენტინას" ფეხბურთელია

ფლორენციის „ფიორენტინამ“ „სასუოლოდან“ განელი ფეხბურთელის კევინ პრინს ბოატენგის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა და კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნულ ცნობას „იების“ ვებგვერდი ოფიციალურად დადასტურებს.

გარიგების ფინანსური დეტალების შესახებ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნახსენები.

ბოატენგი „სასუოლოს“ 2018 წელს შეუერთდა და 15 მატში 5 გოლი გაიტანა. სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარით „ბარსელონაში“ გაატარა, მაგრამ კატალონელთა რიგებში მოედანზე მხოლოდ 4-ჯერ გამოჩნდა.

სხვადასხვა დროს ბოატენგს „ჰერტას“, „ტოტენჰემის“, „დორტმუნდის“, „პორტსმუთის“, „მილანის“, „შალკეს“, „ლას პალმასისა“ და „აინტრახტის“ რიგებში უთამაშია. განის ნაკრებში კი 15 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:19 | 12.03.2016
araza-1918 (6330)

კალაძე გაიღვიძე ტრენერი გვინდა. დღეს ჩვენი რაგბისტები გალახავენ ღრუსებს. ყაზახეთანდე 17 დღე.გაფართოებული 40 კაციანი სიის ჩემი ვარიანტი. ლორია რევიშვილი შელია/უფა/===ლობჟანიძე კაკაბაძე კვერკველია კაშია გრიგალავა ამისულაშვილი დვალი ხიზანიშვილი ხუბუტია ნავალოვსკი ჯიქია/ამკარი/ ====კანკავა ანანიძე დაუშვილი კვეკვესკირი აბურჯანია ცინცაძე===ოქრიაშვილი ყაზაიშვილი თარგამაძე ჭანტურია კობახიძე მერებაშვილი ყენია ჰუფნახელი ძალამიძე ებრალიძე პაპუნაშვილი ლიპარტია არაბიძე=== მჭედლიძე ვაწაძე კაჭარავა გელაშვილი დვალიშვილი ქვილითაია მელქაძე /სპარტაკი/

0.062559