ლისის ტბაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებას მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს შორის ჩატარდა ტურნირი 3x3 კალათბურთში, რის შემდეგადაც ღონისძიების სტუმრებმა გადაინაცვლეს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში. ტურნირის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო პრიზებით. საღამო მუსიკალურად გააფორმა ჯგუფმა „ნიუვანი“.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ეროვნული ნაკრების წევრები, მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
საქართველომ 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება 15 ივლისს, მიუნხენში გამართულ ფიბა ევროპის გენერალურ ასამბლეაზე მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ავტომატურად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მე-5 ევრობასკეტი იქნება.
ჯგუფური ეტაპი (4 სხვადასხვა ჯგუფი) გაიმართება საქართველოში (თბილისი), ჩეხეთში (პრაღა), გერმანიასა (კიოლნი) და იტალიაში (მილანი). პლეი-ოფის მატჩებს ბერლინი უმასპინძლებს.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში გუნდურ სახეობაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. თბილისმა ევრობასკეტს ერთადერთხელ, 1965 წელს მოსკოვთან ერთად უმასპინძლა (ფინალური შეხვედრა მოსკოვში გაიმართა).
2021 წლისთვის უკვე დაგეგმილია ახალი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა. დარბაზი 15 000 გულშემატკივარს დაიტევს. ბათუმის მშენებარე სტადიონთან ერთად, ეს არის ყველაზე მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
www.geonoc.org.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რას ბჭობთ ხალხო, რა აზრი აქ ვისთან მოვხდებით მაინც გასულები ვართ, პირიქით გვაწყობს რაც შეიძლება ძლიერ გუნებთა მოვხდეთ, რომ გუნდი გაძლიერდეს დაეტად შეთამაშდეს.
ისიც დაგეწერათ მეოთხე კალათიდან ფინეთი ან პოლონეთი რო შეგვხვდება
იმიტომაა უკრაინაქ ჩვენზე წინ რომ წინა ჩემპიონატზე სამარცხვინოდ წავაგეთ მაგათთან@ აი ამიტომაცაა !!
და რატოა უკრაინა მე-3 და ჩვენ მე-5-ში..რა იდიოტური სისტემა აქვთ
სერბეთი საბერძნეთო ლატვია ფინეთი ჰოლანდია შვეცია და მერვედან სულ ერთია აი ეს იქნება მაგარი შედეგი ჩვებთვის
სერბეთის გარდა ეს გუნდები ჩვენთან ვერ იქნებიან. ჯგუფი იქნება ოთხგუნდიანი და ჩვენთან (ე.ი. მე-5 კალათა) მოხვდება თითო გუნდი პირველი, მე-4 და მე-8 კალათიდან
უკრაინა მესამე კალათაში?? საოცრებაა
წარმატებები ჩვენ ნაკრებს! იმედია ამ ჩემპიონატზე განსაკუთრებულ შედეგს ვაჩვენებთ.
მე-3 კალათის 2 გუნდთან (ლატვია, უკრაინა) სუპერ დადებითი ბალანსი გვაქვს და მე-4 კალათიდანაც გერმანიის გარდა ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გვჯობს.