არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების 41 წლის მთავარ მწვრთნელთან ლიონელ სკალონთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა, აღნიშულ ინფორმაციას არგენტინული მედია ავრცელებს.
ლიონელმა არგენტინის ნაკრების 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა. მას შემდეგ ნაკრებთან ერთად 9 შეხვედრა მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ოთხი წააგო.
წლევანდელ კოპა ამერიკაზე არგენტინა ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.