ფეხბურთი

10:47 | 31.07.2019 | ნანახია NaN - ჯერ

„ფიორენტინა“ ნაინგოლანით დაინტერესდა

„ფიორენტინა“ აქტიურად ცდილობს „ინტერის“ ბელგიელი ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის გადაბირებას - გვამცნობს Football Italia. წყაროს მტკიცებით, მხარეები უკვე დაუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას.

ადრე იტალიური მედია წერდა, რაჯას ყოფილ კლუბ „კალიარიში“ დაბრუნება სურს და ამისათვის ხელფასის დაკლებაზეც თანახმააო. „ინტერში“ მისი წლიური შემოსავალი 4,5 მილიონი ევროა.

გასულ სეზონში ნაინგოლანმა იტალიის ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა, 6 ბურთი გაიტანა და სამჯერ საგოლედ უპასა.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06469
სარეკლამო ადგილი - 99
X x X