ბრაზილიელი ნეიმარის ყოფილი გულისსწორი, სერბი მოდელი სორაია ვუჩელიჩი ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ყოფნას რასაკვირველ;ია თავისი ეპატაჟური ქცევებითა და თამამზე თამამი განცხადებებით ახერხებს.
სორაია ვუჩელიჩმა ამ ცოტა ხნის წინა განაცხადა, რომ ნეიმარს კვლავინდებურად უფანცქალებს გული მისი დანახვისას და მიუხედავად იმისა, რომ სორაიას შემდეგ ბრაზილიელი მობურთალის სარეცელში მრავალმა ქალმა იკოტრიალა, ფეხბურთელს გული მაინც სერბი მოდელისკენ მიუწევს.
ეს განცხადება რა გასაკვირია, რომ მალევე აიტაცა მსოფლიოს ბულვარულმა მედიამ და ჟურნალისტებმა სორიას განცხადების გადასამოწმებლად ნეიმარსაც მიაკითხეს. ბრაზილიელი თავდამსხმელი ნამეტანი გააღიზიანა ყოფილი სატრფოს ამგვარმა სითავხედემ და ვუჩელიჩის ნათქვამიც უარყო, მაგრამ სკანდალებზე მონადირეებს აწი რაღა გააჩუმებს?!...