ფეხბურთი

1:00 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნენად ბიელიცა: "ვიცოდით, რომ მოთმინებით უნდა გვეთამაშა"

ზაგრების „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ „საბურთალოსთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ ისაუბრა. ხორვატი სპეციალიტის განცხადებით, დაცვის ხაზში მოხდენილი გადაადგილებების შედეგად, მისმა გუნდმა თამაში გამოასწორა.

„ვიცოდით, რომ „საბურთალო“ კარგი გუნდი იყო და რამდენიმე საგოლე შანსიც ჰქონდა. თუმცა, ასევე ვიცოდით, რომ მოთმინებით უნდა გვეთამაშა. პირველ ნახევარში მეტოქე ჩვენს საჯარიმოში ადვილად ახერხებდა შესვლას, ამიტომ ცვლილებები განვახორციელე და მეორე ნახევარში სახიფათო მომენტი ჩვენს კართან არ შექმნილა.

დანისა (ოლმო) და ბრუნოს (პეტკოვიჩი) მოედანზე შემოსვლის შემდეგ ვაჩვენეთ, რომ უკეთესი გუნდი გვყავდა. სამი უპასუხო გოლი გავიტანეთ, მაგრამ ეს ჩვენი მაქსიმუმი არაა.

„ფერენცვაროში“? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როგორი გუნდია და ახლა ამაზე არ ვფიქრობ. მანამდე „გორიცასთან“ დაპირისპირება გველოდება და ამის შემდეგ გადავერთვებით უნგრელებზე“, - აღნიშნა ბიელიცამ.

შეგახსენებთ, „საბურთალომ“ ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი „არარატ არმენიას“ დაუპირისპირდება, პირველი მატჩი 8 აგვისტოს ერევანში, ხოლო საპასუხო ერთი კვირის თავზე თბილისში გაიმართება.

რაც შეეხება ზაგრების „დინამოს“, ხორვატიის ჩემპიონის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრეთის ჩემპიონი „ფერენცვაროში“ იქნება, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი იცავს.

0.114555