ჩოგბურთი

1:30 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე მე-2 წრეშია

ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ თელავში მიმდინარე მორიგ 15-ათასიან ტურნირზე პირველი წრის დაძლევა მოახერხა.

ცივაძე საწყის რაუნდში მე-6 ნომრად განთესილ ამერიკელ დენის უსპენსკის 2:1-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
გუშინვე ნიკოლოზ დავლიანიძე უკრაინელ ნიკიტა მაშტაკოვთან 3:6, 5:7 დამარცხდა.
პირველივე წრეში ირაკლი მეტრეველი ესტონელ კრისტიან ტამს გაეჯიბრება, საბა ფურცელაძე ამერიკელ მაკსიმ ტიხომიროვს (მე-3) ეთამაშება, ზურა ტყემალაძე ბულგარელ ალექსანდერ დონსკის (მე-7) დაუპირისპირდება, ხოლო გუგა თავაძე, რომელმაც კვალიფიკაცია დასძლია, ძალებს ყაზახ დოსტანბეკ ტაშბულატოვთან მოსინჯავს.
წყვილთა ტურნირში ცივაძემა და რუსმა იან ბონდარევსკიმ პოლონელები ფილიპ კოლასინსკი და მიხალ მიკულა 6:4, 6:2 დაამარცხეს და მეოთხედფინალში უზბეკ ოლიმჯონ ნაბიევსა და ყაზახ ბეიბიტ ჟუკაევს გაეჯიბრებიან.
მეოთხედფინალში ითამაშებს დავლიანიძეც, რომელიც ბელარუს ალიაკსანდარ ბულიცკისთან გახლავთ შეამხანაგებული.
ამ დუეტმა რუსულ წყვილს (მიხაილ ფუფიგინი-რომან ნაშტარკინი) 6:2, 6:3 სძლია და ახლა, უკრაინელ ვლადისლავ გოროდინსკისთან და ბელარუს ალიაკსანდარ ლიანონენკასთან ჭიდილი ელის.

0.128717