ჩოგბურთი

0:05 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა დამარცხდა, დევიძე ძირითად ბადეშია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ გერმანულ ბად საულგაუში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) პირველი მატჩი ჩაატარა და წარუმატებლობა შეემთხვა.

შაფათავა ერთეულთა შეჯიბრის საწყის რაუნდში მე-3 ნომრად განთესილ კვიპროსელ რალუკა ჯეორჯინა სერბანს გაეჯიბრა და 3:6, 6:7 (2:7) დამარცხდა.
წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალში სოფო და უზბეკი ალბინა ხაბიბულინა მაკედონიურ-ხორვატულ დუეტს (ლინა გორჩესკა-ტენა ლუკასი) გაეჯიბრებიან.
ამერიკულ ფორტ ვორსში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა სალომე დევიძემ. ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციაში პირველ ნომრად იყო განთესილი და მასპინძლებთან 2 გამარჯვება იზეიმა.
სალომემ რეიჩელ იანსენი 6:2, 6:1 დაამარცხა, ალექსის კებერლეს კი 6:2, 6:7 (4:7), 10:8 სძლია. თუ ვინ იქნება დევიძის მეტოქე ძირითად ბადეში, მოგვიანებით გაირკვევა.

0.113694